უძველესი მითები
თუ როგორ აღმოაჩინეს ირმის ნახტომი, ან რა მოსაზრებები იყო ხალხში ცაზე
შენიშნულ ნისლეულზე ძალიან საინტერესოა. სანამ მასზე მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს
დაწერდნენ სხვადასხვა ტომები და ხალხები საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ მითებსა და
ისტორიებს „ირმის ნახტომზე“.
უძველესი ცნობებიც ჩვენს გალაქტიკაში არქეოლოგიურ ხელნაწერებსა და ნახატებში
მოიძებნება.
ტუნგუსებისა და მაჯურიელების აზრით გალაქტიკა
ირემს გამოდევნებული მონადირის თხილამურების ნაკვალევია.
ბევრ ხალხს ჰქონდა იმის რწმენა, რომ ეს ჩიტებისა და სულების გზა იყო, რომლითაც
გარდაცვლილები მეორე სამყაროში, სასუფეველში გადადიოდნენ.
ფინელებს ეჯერათ, რომ დედამიწა კვერცხისგან შეიქმნა. მას
გარშემო მსოფლიო ოკეანე ერტყა. ცა კი დედამიწის თაღი იყო. იგი რო არ ჩამოვარდნილიყო
უზარმაზარ, ცამდე აწვდენილ მუხას ეჭირა. იგი წვერით პოლარულ ვარსკვლავს ეჭირა. მუხა
იმდენად გაიზარდა, რომ წონას ვეღარ გაუძლო და წაიქცა. სწორედ ეს ღმოჩნდა ირმის ნახტომი-
წაქცეული მუხა.
ბაბილონურ მითოლოგიაში კი ირმის ნახტომი
იყო დედამიწაზე გამობმული თოკი, რომლითაც ჩვენი პლანეტა კოსმოსში იყო მიმაგრებული და
ჩამოვარდნისგან გვიცავდა.
ინდოელ- ამერიკელებს სწამდათ, რომ მათ
წინაპრებს კოიოტებმა მარცვლეულის ტომრები მოჰპარეს. როდესაც თანატომელები მათ გაეკიდნენ,
კოიოტებს გზადაგზა მარცვლეული დაეპნათ და ამან დატოვა ცაზე კვალი.
სომხების აზრით მათმა მეფემ ასურელებს თივა მოჰპარა და
როდესაც ცაზე მოფრინავდა გზადაგზა ცოტა დაეპნა.
აღმოსავლეთ აზიელებს ეჯერათ, რომ პლანეტები
ალტერი და ვეგა სინამდვილეში ღმერთები იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ, ირმის ნახტომი
კი იყო ხიდი რითიც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და ხვდებოდნენ.
ეგვიპტელებს ეგონათ, რომ ირმის
ნახტომი იყო ქალღმერთ ბეთის რძის აუზი.
ბერძნებმა და რომაელებმა კი ირმის ნახტომს
რძიანი გზა (Milky Way) უწოდეს, ის დღესაც
ასე მოიხსენიება.
ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჰერაკლე ზევსის საყვარელი შვილი იყო, თუმცა
იგი ჩვეულებრივი მოკვდავი ქალისგან გააჩინა და ამიტომ ჰერაკლეს ღვთაებრივი ძალები არ
ჰქონდა. როდესაც იგი ჯერ კიდევ პატარა იყო, მამამისმა გადაწყვიტა ჰერაკლესთვის ტავისი
მეუღლის ქალღმერთ ჰერას ძუძუ მოეწოვებინა, მაშინ როდესაც ჰერას ეძინა. როდესაც ქალღმერთმა
გამოიღვიძა და მკერდზე უცნობი პატარა შენიშნა, მას ხელი ჰკრა და რძე დაღვარა, რომლისგანაც
წარმოიქმნა ირმის ნახტომი- რძიანი გზა.
მათი კიდევ ერთი მოსაზრებით ირმის ნახტომი იყო ძროხების ჯოგი, სადაც თითოეული
დანახული ვარსკვლავი იყო ცხოველი, ხოლო ლურჯი ნათება მათი რძე. ტყუპები: კასტროსი და
პოლიდეუსი კი ამ ჯოგს უვლიდნენ ხანდახან. ძროხები კი ღმერთ გემინის ეკუთვნოდა.
ინდურ მითოლოგიაში გალაქტიკა იყო ცის
მდინარე, მასში კი დელფინები დაცურავდნენ.
ავსტრალიელი აბორიგენების აზრითაც ირმის ნახტომი
ცის უზარმაზარი მდინარე იყო.
ეს მითები ვრცელდებოდა იქიდან, რომ ხალს არ ჰქონდა
ცოდნა და არც საშუალება, რომ კარგად გამოეკვლიათ ცა. დროთა განმავლობაში გამოჩნდნენ
ბერძენი ფილოსოფოსები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, სიმართლესაც მიუახლოვდნენ,
მაგრამ ტექნიკის გარეშე ირმის ნახტომის საიდუმლო ვერ ამოხსნეს.
არისტოტელე, გალილეი და კანტი
პირველად აზრი სწორედ
არისტოტელემ გამოთქვა, რომ ირმის ნახტომი იყო ვარსკვლავთა ნაკრები. ეს მოხდა ჩვენს
წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში. თუმცა ამ ფილოსოფოსმა ვერ დაადგინა ის, რომ დედამიწაც
მისი ნაწილი იყო. საუკუნეების განმავლობაში არისტოტელეს მოსაზრებას მოჰყვებოსა გამოხმაურებები,
ზოგი მას ეთანხმებოდა, ზოგი კი პირიქით- უარყფდა, თუმცა ახლის აღმოჩენა ან არისტოტელეს
აზრის დამტკიცება არც-ერთს შეეძლო.
1610 გალილეო გალილეი აღმოჩნდა პირველი ვინც დაამტკიცა, რომ ირმის ნახტომი
ვარსკვლავთა ნაკრებია. მან ეს მოახერხა პირველი ტელესკოპით, რომელიც მის თანამედროვეობაში
შეიქმნა.
საუკუნენახევრის შემდეგ 1755 წელს იმანუელ კანტი იყო ის, ვინც ახალი ინფორმაციები
მოიძია. მან ვარსკვლავთა ნაკრებს პირველმა უწოდა გალაქტიკა, რაც ბერძნულად სიტყვა-სტყვით
ნიშნავს რძიან გზას.მანვე გამოთქვა აზრი, რომ ირმის ნახტომი საკუტარი ღერძის გარშემო
ბრუნავდა.
უილიამ ჰერშელი- ირმის ნახტომის არქიტექტორი
რეალურად კი უილიმა ჰერშელი ითვლება ირმის
ნახტომის ნამდვილ „აღმშენებლად“. მან ამ საკითხში უამრავი გამოკვლევა ჩაატარა და ასევე
ბევრ კითხვას გასცა სწორი პასუხი. მან შექმნა და ააშენა ოთხასამდე ტელესკოპი, ზოგიერთი
მათგანი ძალიან პატარა, ზოგი კი უზარმაზარი ზომის, შენობების ხელა იყო. სწორედ მათი
საშუალებით აგნებდა ის სიახლეებს სამყაროზე.
1785 წელს გამოთქვა აზრი, იმის შესახებ, რომ დედამიწა და მზის სისტემა
ირმის ნახტომის ნაწილია. მანვე მიახლოებულად დათვალა ვარსკვლავთა რაოდენობა გალაქტიკაში.
დაყო, რა ირმის ნახტომი ნაწილებად, ჩაიხაზა და სახელი დაარქვა ვარსკვლავებს. თუმცა
იგი სეცდა ერთ საკითხში, ნისლეულის გამო სწორად ვერ განსაზღვრა გალაქტიკის ცენტრი და
იფიქრა, რომ მზის სისტება ცენტრთან საკმაოდ ახლოსაა, როდესაც სინამდვილეში ჩვენ ცენტრისგან
შორს ვართ. მეცნიერმა ასევე სცადა გალაქტიკის ფორმის დადგენა და ეს მიახლოებით სწორად
გამოთვალა, თქვა რომ ირმის ნახტომს დისკის ფორმა ჰქონდა. მისივე მოსაზრება იყო ის,
რომ მზის სისტემა თავისივე პლანეტებით სამყაროში მოძრაობდა და მოგზაურობდა. ამ მოგზაურობის
მიახლოებული მიმართულებაც გამოთვალა.
1845 წელს შეიქმნა ახალი ტელესკოპი, რომელმაც საშუალება მოგვცა უკეთ დაგვენახა
და დაგვეთვალიერებინა ირმის ნახტომი.
კურტისი და შაპლი
მეცნიერების ამ დარგში საკმაოდ დიდი წვლილი
მიუძღვით ჰებერ კურტისსა და ჰარლოუ შაპლის.
1917 წელს ჰებერ კურტისმა ტელესკოპით დაკვირვებებისას
დაადგინა, რომ ირმის ნახტომი მთელი სამყარო არ არის და მის გარდა კიდევ მრავალი დამოუკიდებელი
გალაქტიკა არსებობს, ზოგი ირმის ნახტომის მსგავსი, ზოგიც კი განსხვავებული. ამავე მეცნიერმა ჩაატარა დაკვირვებები
„ადრომედეზე“, რადგან სწორედ მაშინ გახდა ამ გალაქტიკის კარგად დანახვა. მანამდე „ანდრომედე“
ითვლებოდა ნისლეულად, ახლა კი, როდესაც ტელესკოპით გაირჩეოდა მისი ვარსკვლავებიც კურტისმა
თქვა, რომ ისიც გალაქტიკაა.
მასთან ერთად ჰარლოუ შაპლიმ ჩაატარა დაკვირვება და დაადგინა, რომ ჩვენ გალაქტიკას
სპირალური ფორმა აქვს. მათ ასევე გამოთვალეს ირმის ნახტომის განზომილებები.
1xbet - No 1xbet Casino | Live dealer casino online
ReplyDelete1xbet is a reliable casino site that offers a 출장마사지 great casino games wooricasinos.info from the best software providers for the regulated gambling markets. Rating: apr casino 8/10 · Review by a 1xbet 먹튀 Tripadvisor user · Free · 바카라 사이트 Sports