Monday, February 4, 2013

რა არის ირმის ნახტომი?


ჩვენი გალაქტიკა

          მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეები ტექნოლოგიებისა და განვითარების პერიოდად ითვლება. მართლაც, მეცნიერება დროის ამ პერიოდში საოცარი სისწრაფით დაიხვეწა. გაკეთდა უამრავი აღმოჩება და მილიონობით დასმულ კითხვას გაეცა პასუხი. თუმცა ვიცით თუ არა ყველაფერი სამყაროზე?! პასუხია - არა. კაცობრიობა, როგორც კი ფიქრობს, რომ იპოვა საიდუმლოების პასუხი, მაშინვე ჩნდება ახალი კითხვები, რომელთა ამოხსნასაც ისევ წლები და საუკუნეები სჭირდება, რაც გააკვირი არაა, სამყარო დაუსრულებელია და მის გამოკვლევასაც უთვალავი დრო დასჭირდება. თუმცა, ისმის კითხვა თავიდანვე იცოდა თუ არა კაცობრიობამ ის, რომ სამყარო ასეთი დიდი იყო?!
საუკუნეების მანძილზე ის აზრი, რომ „მზის სისტემა“ მთელი სამყაროა გაბატონებული იყო დედამიწაზე, თუმცა მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ჰერშელმა დაადგინა „ირმის ნახტომის“ არსებობა. მისი აღმოჩენისა და სამყაროს შესწავლის პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი და საინტერესო გამოდგა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ტექნიკა იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ირმის ნახტომის შორეული მხარეები დავათვალიეროთ და ალბათ, როდესაც ამასაც შევძლებთ, კიდევ უამრავ საიდუმლოს ავხდით ფარდას. დღეისთვის ირმის ნახტომზე- ჩვენს გალაქტიკაზე უამრავი ინფორმაცია გვაქვს.  იმისათვის, რომ „ირმის ნახტომის“ საიდუმლო ამოვხსნათ, საჭიროა ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს ის.


შემადგენლობა

ირმის ნახტომი- გალაქტიკაა. გალაქტიკა სხვადასხვა ვარსვლავების ნაკრებს, ჯგუფს ეწოდება. მილიარდობით ვარსკვლავი ისე ახლოს თავსდება ერთმანეთთან, რომ ქმნიან დაჯგუფებას. მზის სისტემაც ირმის ნახტომის ნაწილია და როგორც მას, ასევე ყველა სხვა ვარსკვლავს აქვს საკუთარი პლანეტათა სისტემა. ირმის ნახტომში ასევე სხვა ციური სხეულებიცაა- ასტეროიდები, კომეტები და სხვა. მის შემადგენლობაშია გაზები, ნისლეული, კოსმიური მტვერი...
სამყაროში ირმის ნახტომის გარდა კიდევ უთვალავი გალაქტიკაა. მათ სხვადასხვა ფორმა და ზომა აქვთ. გალაქტიკები ზოგჯერ ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, რომ ჯგუფებს ქმნიან. მათ გალაქტიკათა გროვა ეწოდება. უფრო გრანდიოზულ სისტემას მეტაგალაქტიკა ეწოდება. ის ჩვენთვის ყველა ხილული და ცნობილი გალაქტიკებისა და მათი ჯგუფების ერთობლიობაა. ამ დროისთვის მეცნიერების აზრით არსებობს ასი მილიარდიდან ერთ ტრილიონამდე გალაქტიკა. მათშიც თავისთავად მიახლოებით 100 მილიარდი ვარსკვლავია, რაც გვაძლევს საშუალებას გამოვთვალოთ ვარსკვლავთა მიახლოებული რაოდენობა სამყაროში, რაც დაახლოებით
1022-1023 -ს უდრის.

ირმის ნახტომიც თავისთავად შედის დაჯგუფებაში, სადაც დაახლოებით ოცამდე მსგავსი გალაქტიკაა. დაჯგუფება სიგრძეში 6 მილიონი სინათლის წელზე იჭიმება. მასში ირმის ნახტომს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. იგი დაჯგუფების ერთ ბოლოში იმყოფება, ხოლო დაჯგუფების მეორე ბოლოში გალაქტიკა „ანდრმედეა“. ეს ორი გალაქტიკა ნელ-ნელა ერტმანეთისკენ მოძრაობს და რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ შესაძლებელია შეეჯახონ, გაერთიანდნენ და უფრო დიდი უფორმო გალაქტიკა წარმოქმნან.

ასაკი და წარმოშობა

ირმის ნახტომი წარმოიშვა დიდი აფეთქებიდან ზალიან მალე. პირველი ვარსკვლავთა ჯგუფები ერთად მცირე დაჯგუფებას ქმნიდნენ, რაც ახლა სავარაუდოდ გალაქტიკის ცენტრია. მილიარდობით წლის განმავლობაში ახალმა ვარსკვლავებმა დაიწყეს ბირთვის გარსემო სპირალის შექმნა. მართლაც კოსმოსური მოვლენები არა საუკუნეების არამედ მილიარდობით წლების განმავლობაში ძალიან ნელა ხდება.
ირმის ნახტომში კი ყველაზე ძველი ვარსკვლავის ასაკი 12-14 მილიარდი წელია.

ჩვენი ადგილი ირმის ნახტომში

ჩვენ სამყაროში იმდენად მცირე ნაწილს ვიკავებთ, რომ ეს ადამიანის გონებისთვის ფაქტიურად წარმოუდგენელია. უკეთ რომ გავიგოთ, ირმის ნახტომი ფეხბურთის მოედნის ზომაზე, რომ შემცირდეს, მაშინ დედამიწა მასთან შედარებით ერთი მტვრის ნამცეცი იქნებოდა. ან დედამიწა, რომ ოცდახუთი მილიმეტრის დიამეტრის გახდეს, ანუ პატარა მონეტის ხელა, მაშინ ირმის ნახტომის დიამეტრი გახდება ორი ათასი კილომეტრი.

იმის გამო, რომ დედამიწა ირმის ნახტომის შიგნითაა და მისი ნაწილია, მის ნამდვილ ფორმას კარგად ვერ აღვიქვამთ. მას შიგნიდან ვუყურებთ, ანუ განივკვეთში, ამიტომ ჩვენთვის მას როგორც ცაზე გადაჭიულ გრძელ და ვიწრო ნათებას ვხედავთ. თითქოს ის ცის ნისლოვანი
სარტყელია. ჩვენმა წინაპრებმა ეს ირმის ნახტომს მიამსგავსეს და სწორედ აქედან წამოვიდა ეს სახელიც.
დედამიწიდან პატარა ტელესკოპით ან ბინოკლითაც შეიძლება მასში ვარსკვლავების დანახვა. ტუმცა პირველ რიგში ირმის ნახტომი რომ დავინახოთ, ქალაქიდან უნდა გავიდეთ სადაც უფრო სუფთა და ნაკლებად დანისლული ცაა. საქართველოდანაც შესაძლებელია ქალაქგარეთ, ღამე ირმის ნახტომის დანახვა. დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შენიშნავთ მას.

როგორ გამოიყურებიან ირმის ნახტომი და სხვა გალაქტიკები?

სინამდვილეში ირმის ნახტომი სპირალური ფორმისაა. მისი დიამეტრი ასი-ასოცი ათასი სინათლის წელია. ეკვატორული დისკოს სისქე ხუთი ათასი სინათლის წელიწადი. მას ცენტრში ელიფსური ფორმის ბირთვი აქვს  რომლის სისქე თხუთმეტი-ოცი ათასი სინათლის წელია და გარშემო გაზით, კოსმიური მტვრის დისკითა და ციური სხეულებითაა შემოსაზღვრული. მისი ცენტრის დანახვა კარგად არაა შესაძლებელი, რადგან დედამიწასა და ცენტრს შორის არის ჩამოფარებული ნისლეული. მეცნიერთა ვარაუდით და ინფრა-წითელი შუქით გადაღებული სურათებით (რომელიც ნისლეულის გარეთაც აღწევს) ცენტში იმიტომ მოჩანს ნათება, რომ იქ ვარსკვლავები უფრო მჭიდროდ და ახლო-ახლოსაა ერთმანეთთან, ხოლო რაც შორს მიდიხარ ირმის ნახტომის ცენტრისაგან, ვარსკვლავები ნაკლებად მჭიდროდ თავსდებიან. არსებობდა ვარაუდები, რომ ამ ადგილას შესაძლებელი იყო, ყოფილიყო შავი ხვრელი, რომლის არსებობაც ირმის ნახტომში არც დადასტურებულია და არც უარყოფილი. გალაქტიკის ის ნაწილი სადაც მზის სისტემა იმყოფება სისქით 3 ათასი სინათლის წელია. ირმის ნახტომი თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს.
რაც შეეხება სხვა გალაქტიკებს, რომლების გადაღებაც ჩვენთვის არის შესაძლებელი, აღმოჩენილია არა მხოლოდ სპირალური, არამედ ქაოტური და ელიფტური ფორმის გალაქტიკები. ყველაზე უკეთ, ირმის ნახტომის შემდეგ, „ანდრომედეს“ - კიდევ ერთ გალაქტიკას ვხედავთ. იგი შეუიარაღებელი თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევია. ჩრდილოეთის ცაზე, საღამოს საათებში ელიფსურ ლაქად მოჩანს. ჩვენგან 2 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული და დაახლოებით ირმის ნახტომის ზომის 130 ათასი სინათლის წლის დიამეტრისაა. იგი თავიდან ნისლეული ეგონათ, თუმცა ტელესკოპით მასში ვარსკვლავების გარკვევა გახდა შესაძლებელი და ასე დადგინდა, რომ ისიც გალაქტიკაა. მისი შესწავლის საშუალებით გახდა „ირმის ნახტომის“ უკეთ გაგება, მისი ფორმების დადგენა და მათი შედარება. სწორედ აქედან მიხვდნენ, რომ ირმის ნახტომის გარდა კიდევ მრავალი გალაქტიკა არსებობს.  კიდევ ერთ-ერთი გალაქტიკა „მაგელანის ღრუბელია“, რომლის დანახვა მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროს ეკვატორული ნაწილებიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამ ადგილას ის მაგელანის ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს. ახლა ვიცით, რომ არსებობს ორი „მაგელანის ღრუბელი“ ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ისინი დედამიწიდან ერთ მასად აღიქმება. ისინ ჩვენგან ბევრად ახლოს არიან ვიდრე „ანდრომედე“. მანძილი დედამიწიდან „მაგელანის ღრუბლამდე“ ას ოთხმოცი ათასი სინათლის წელია. 


No comments:

Post a Comment