Monday, February 4, 2013

ირმის ნახტომის საიდუმლო- WORD-ის სრული ვერსია

რა არის ირმის ნახტომი?


ჩვენი გალაქტიკა

          მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეები ტექნოლოგიებისა და განვითარების პერიოდად ითვლება. მართლაც, მეცნიერება დროის ამ პერიოდში საოცარი სისწრაფით დაიხვეწა. გაკეთდა უამრავი აღმოჩება და მილიონობით დასმულ კითხვას გაეცა პასუხი. თუმცა ვიცით თუ არა ყველაფერი სამყაროზე?! პასუხია - არა. კაცობრიობა, როგორც კი ფიქრობს, რომ იპოვა საიდუმლოების პასუხი, მაშინვე ჩნდება ახალი კითხვები, რომელთა ამოხსნასაც ისევ წლები და საუკუნეები სჭირდება, რაც გააკვირი არაა, სამყარო დაუსრულებელია და მის გამოკვლევასაც უთვალავი დრო დასჭირდება. თუმცა, ისმის კითხვა თავიდანვე იცოდა თუ არა კაცობრიობამ ის, რომ სამყარო ასეთი დიდი იყო?!
საუკუნეების მანძილზე ის აზრი, რომ „მზის სისტემა“ მთელი სამყაროა გაბატონებული იყო დედამიწაზე, თუმცა მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ჰერშელმა დაადგინა „ირმის ნახტომის“ არსებობა. მისი აღმოჩენისა და სამყაროს შესწავლის პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი და საინტერესო გამოდგა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ტექნიკა იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ირმის ნახტომის შორეული მხარეები დავათვალიეროთ და ალბათ, როდესაც ამასაც შევძლებთ, კიდევ უამრავ საიდუმლოს ავხდით ფარდას. დღეისთვის ირმის ნახტომზე- ჩვენს გალაქტიკაზე უამრავი ინფორმაცია გვაქვს.  იმისათვის, რომ „ირმის ნახტომის“ საიდუმლო ამოვხსნათ, საჭიროა ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს ის.


შემადგენლობა

ირმის ნახტომი- გალაქტიკაა. გალაქტიკა სხვადასხვა ვარსვლავების ნაკრებს, ჯგუფს ეწოდება. მილიარდობით ვარსკვლავი ისე ახლოს თავსდება ერთმანეთთან, რომ ქმნიან დაჯგუფებას. მზის სისტემაც ირმის ნახტომის ნაწილია და როგორც მას, ასევე ყველა სხვა ვარსკვლავს აქვს საკუთარი პლანეტათა სისტემა. ირმის ნახტომში ასევე სხვა ციური სხეულებიცაა- ასტეროიდები, კომეტები და სხვა. მის შემადგენლობაშია გაზები, ნისლეული, კოსმიური მტვერი...
სამყაროში ირმის ნახტომის გარდა კიდევ უთვალავი გალაქტიკაა. მათ სხვადასხვა ფორმა და ზომა აქვთ. გალაქტიკები ზოგჯერ ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, რომ ჯგუფებს ქმნიან. მათ გალაქტიკათა გროვა ეწოდება. უფრო გრანდიოზულ სისტემას მეტაგალაქტიკა ეწოდება. ის ჩვენთვის ყველა ხილული და ცნობილი გალაქტიკებისა და მათი ჯგუფების ერთობლიობაა. ამ დროისთვის მეცნიერების აზრით არსებობს ასი მილიარდიდან ერთ ტრილიონამდე გალაქტიკა. მათშიც თავისთავად მიახლოებით 100 მილიარდი ვარსკვლავია, რაც გვაძლევს საშუალებას გამოვთვალოთ ვარსკვლავთა მიახლოებული რაოდენობა სამყაროში, რაც დაახლოებით
1022-1023 -ს უდრის.

ირმის ნახტომიც თავისთავად შედის დაჯგუფებაში, სადაც დაახლოებით ოცამდე მსგავსი გალაქტიკაა. დაჯგუფება სიგრძეში 6 მილიონი სინათლის წელზე იჭიმება. მასში ირმის ნახტომს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. იგი დაჯგუფების ერთ ბოლოში იმყოფება, ხოლო დაჯგუფების მეორე ბოლოში გალაქტიკა „ანდრმედეა“. ეს ორი გალაქტიკა ნელ-ნელა ერტმანეთისკენ მოძრაობს და რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ შესაძლებელია შეეჯახონ, გაერთიანდნენ და უფრო დიდი უფორმო გალაქტიკა წარმოქმნან.

ასაკი და წარმოშობა

ირმის ნახტომი წარმოიშვა დიდი აფეთქებიდან ზალიან მალე. პირველი ვარსკვლავთა ჯგუფები ერთად მცირე დაჯგუფებას ქმნიდნენ, რაც ახლა სავარაუდოდ გალაქტიკის ცენტრია. მილიარდობით წლის განმავლობაში ახალმა ვარსკვლავებმა დაიწყეს ბირთვის გარსემო სპირალის შექმნა. მართლაც კოსმოსური მოვლენები არა საუკუნეების არამედ მილიარდობით წლების განმავლობაში ძალიან ნელა ხდება.
ირმის ნახტომში კი ყველაზე ძველი ვარსკვლავის ასაკი 12-14 მილიარდი წელია.

ჩვენი ადგილი ირმის ნახტომში

ჩვენ სამყაროში იმდენად მცირე ნაწილს ვიკავებთ, რომ ეს ადამიანის გონებისთვის ფაქტიურად წარმოუდგენელია. უკეთ რომ გავიგოთ, ირმის ნახტომი ფეხბურთის მოედნის ზომაზე, რომ შემცირდეს, მაშინ დედამიწა მასთან შედარებით ერთი მტვრის ნამცეცი იქნებოდა. ან დედამიწა, რომ ოცდახუთი მილიმეტრის დიამეტრის გახდეს, ანუ პატარა მონეტის ხელა, მაშინ ირმის ნახტომის დიამეტრი გახდება ორი ათასი კილომეტრი.

იმის გამო, რომ დედამიწა ირმის ნახტომის შიგნითაა და მისი ნაწილია, მის ნამდვილ ფორმას კარგად ვერ აღვიქვამთ. მას შიგნიდან ვუყურებთ, ანუ განივკვეთში, ამიტომ ჩვენთვის მას როგორც ცაზე გადაჭიულ გრძელ და ვიწრო ნათებას ვხედავთ. თითქოს ის ცის ნისლოვანი
სარტყელია. ჩვენმა წინაპრებმა ეს ირმის ნახტომს მიამსგავსეს და სწორედ აქედან წამოვიდა ეს სახელიც.
დედამიწიდან პატარა ტელესკოპით ან ბინოკლითაც შეიძლება მასში ვარსკვლავების დანახვა. ტუმცა პირველ რიგში ირმის ნახტომი რომ დავინახოთ, ქალაქიდან უნდა გავიდეთ სადაც უფრო სუფთა და ნაკლებად დანისლული ცაა. საქართველოდანაც შესაძლებელია ქალაქგარეთ, ღამე ირმის ნახტომის დანახვა. დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შენიშნავთ მას.

როგორ გამოიყურებიან ირმის ნახტომი და სხვა გალაქტიკები?

სინამდვილეში ირმის ნახტომი სპირალური ფორმისაა. მისი დიამეტრი ასი-ასოცი ათასი სინათლის წელია. ეკვატორული დისკოს სისქე ხუთი ათასი სინათლის წელიწადი. მას ცენტრში ელიფსური ფორმის ბირთვი აქვს  რომლის სისქე თხუთმეტი-ოცი ათასი სინათლის წელია და გარშემო გაზით, კოსმიური მტვრის დისკითა და ციური სხეულებითაა შემოსაზღვრული. მისი ცენტრის დანახვა კარგად არაა შესაძლებელი, რადგან დედამიწასა და ცენტრს შორის არის ჩამოფარებული ნისლეული. მეცნიერთა ვარაუდით და ინფრა-წითელი შუქით გადაღებული სურათებით (რომელიც ნისლეულის გარეთაც აღწევს) ცენტში იმიტომ მოჩანს ნათება, რომ იქ ვარსკვლავები უფრო მჭიდროდ და ახლო-ახლოსაა ერთმანეთთან, ხოლო რაც შორს მიდიხარ ირმის ნახტომის ცენტრისაგან, ვარსკვლავები ნაკლებად მჭიდროდ თავსდებიან. არსებობდა ვარაუდები, რომ ამ ადგილას შესაძლებელი იყო, ყოფილიყო შავი ხვრელი, რომლის არსებობაც ირმის ნახტომში არც დადასტურებულია და არც უარყოფილი. გალაქტიკის ის ნაწილი სადაც მზის სისტემა იმყოფება სისქით 3 ათასი სინათლის წელია. ირმის ნახტომი თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს.
რაც შეეხება სხვა გალაქტიკებს, რომლების გადაღებაც ჩვენთვის არის შესაძლებელი, აღმოჩენილია არა მხოლოდ სპირალური, არამედ ქაოტური და ელიფტური ფორმის გალაქტიკები. ყველაზე უკეთ, ირმის ნახტომის შემდეგ, „ანდრომედეს“ - კიდევ ერთ გალაქტიკას ვხედავთ. იგი შეუიარაღებელი თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევია. ჩრდილოეთის ცაზე, საღამოს საათებში ელიფსურ ლაქად მოჩანს. ჩვენგან 2 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული და დაახლოებით ირმის ნახტომის ზომის 130 ათასი სინათლის წლის დიამეტრისაა. იგი თავიდან ნისლეული ეგონათ, თუმცა ტელესკოპით მასში ვარსკვლავების გარკვევა გახდა შესაძლებელი და ასე დადგინდა, რომ ისიც გალაქტიკაა. მისი შესწავლის საშუალებით გახდა „ირმის ნახტომის“ უკეთ გაგება, მისი ფორმების დადგენა და მათი შედარება. სწორედ აქედან მიხვდნენ, რომ ირმის ნახტომის გარდა კიდევ მრავალი გალაქტიკა არსებობს.  კიდევ ერთ-ერთი გალაქტიკა „მაგელანის ღრუბელია“, რომლის დანახვა მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროს ეკვატორული ნაწილებიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამ ადგილას ის მაგელანის ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს. ახლა ვიცით, რომ არსებობს ორი „მაგელანის ღრუბელი“ ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ისინი დედამიწიდან ერთ მასად აღიქმება. ისინ ჩვენგან ბევრად ახლოს არიან ვიდრე „ანდრომედე“. მანძილი დედამიწიდან „მაგელანის ღრუბლამდე“ ას ოთხმოცი ათასი სინათლის წელია. 


ირმის ნახტომის აღმოჩენა


უძველესი მითები


თუ როგორ აღმოაჩინეს ირმის ნახტომი, ან რა მოსაზრებები იყო ხალხში ცაზე შენიშნულ ნისლეულზე ძალიან საინტერესოა. სანამ მასზე მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს დაწერდნენ სხვადასხვა ტომები და ხალხები საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ მითებსა და ისტორიებს „ირმის ნახტომზე“.
უძველესი ცნობებიც ჩვენს გალაქტიკაში არქეოლოგიურ ხელნაწერებსა და ნახატებში მოიძებნება.
ტუნგუსებისა და მაჯურიელების აზრით გალაქტიკა ირემს გამოდევნებული მონადირის თხილამურების ნაკვალევია.
ბევრ ხალხს ჰქონდა იმის რწმენა, რომ ეს ჩიტებისა და სულების გზა იყო, რომლითაც გარდაცვლილები მეორე სამყაროში, სასუფეველში გადადიოდნენ.
ფინელებს ეჯერათ, რომ დედამიწა კვერცხისგან შეიქმნა. მას გარშემო მსოფლიო ოკეანე ერტყა. ცა კი დედამიწის თაღი იყო. იგი რო არ ჩამოვარდნილიყო უზარმაზარ, ცამდე აწვდენილ მუხას ეჭირა. იგი წვერით პოლარულ ვარსკვლავს ეჭირა. მუხა იმდენად გაიზარდა, რომ წონას ვეღარ გაუძლო და წაიქცა. სწორედ ეს ღმოჩნდა ირმის ნახტომი- წაქცეული მუხა.
ბაბილონურ მითოლოგიაში კი ირმის ნახტომი იყო დედამიწაზე გამობმული თოკი, რომლითაც ჩვენი პლანეტა კოსმოსში იყო მიმაგრებული და ჩამოვარდნისგან გვიცავდა.
ინდოელ- ამერიკელებს სწამდათ, რომ მათ წინაპრებს კოიოტებმა მარცვლეულის ტომრები მოჰპარეს. როდესაც თანატომელები მათ გაეკიდნენ, კოიოტებს გზადაგზა მარცვლეული დაეპნათ და ამან დატოვა ცაზე კვალი.
სომხების აზრით მათმა მეფემ ასურელებს თივა მოჰპარა და როდესაც ცაზე მოფრინავდა გზადაგზა ცოტა დაეპნა.
აღმოსავლეთ აზიელებს ეჯერათ, რომ პლანეტები ალტერი და ვეგა სინამდვილეში ღმერთები იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ, ირმის ნახტომი კი იყო ხიდი რითიც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და ხვდებოდნენ.
ეგვიპტელებს ეგონათ, რომ ირმის ნახტომი იყო ქალღმერთ ბეთის რძის აუზი.
ბერძნებმა და რომაელებმა კი ირმის ნახტომს რძიანი გზა (Milky Way) უწოდეს, ის დღესაც ასე მოიხსენიება. 
ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჰერაკლე ზევსის საყვარელი შვილი იყო, თუმცა იგი ჩვეულებრივი მოკვდავი ქალისგან გააჩინა და ამიტომ ჰერაკლეს ღვთაებრივი ძალები არ ჰქონდა. როდესაც იგი ჯერ კიდევ პატარა იყო, მამამისმა გადაწყვიტა ჰერაკლესთვის ტავისი მეუღლის ქალღმერთ ჰერას ძუძუ მოეწოვებინა, მაშინ როდესაც ჰერას ეძინა. როდესაც ქალღმერთმა გამოიღვიძა და მკერდზე უცნობი პატარა შენიშნა, მას ხელი ჰკრა და რძე დაღვარა, რომლისგანაც წარმოიქმნა ირმის ნახტომი- რძიანი გზა.
მათი კიდევ ერთი მოსაზრებით ირმის ნახტომი იყო ძროხების ჯოგი, სადაც თითოეული დანახული ვარსკვლავი იყო ცხოველი, ხოლო ლურჯი ნათება მათი რძე. ტყუპები: კასტროსი და პოლიდეუსი კი ამ ჯოგს უვლიდნენ ხანდახან. ძროხები კი ღმერთ გემინის ეკუთვნოდა.
ინდურ მითოლოგიაში გალაქტიკა იყო ცის მდინარე, მასში კი დელფინები დაცურავდნენ.
ავსტრალიელი აბორიგენების აზრითაც ირმის ნახტომი ცის უზარმაზარი მდინარე იყო.
 ეს მითები ვრცელდებოდა იქიდან, რომ ხალს არ ჰქონდა ცოდნა და არც საშუალება, რომ კარგად გამოეკვლიათ ცა. დროთა განმავლობაში გამოჩნდნენ ბერძენი ფილოსოფოსები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, სიმართლესაც მიუახლოვდნენ, მაგრამ ტექნიკის გარეშე ირმის ნახტომის საიდუმლო ვერ ამოხსნეს.

არისტოტელე,  გალილეი და კანტი

          პირველად აზრი სწორედ არისტოტელემ გამოთქვა, რომ ირმის ნახტომი იყო ვარსკვლავთა ნაკრები. ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში. თუმცა ამ ფილოსოფოსმა ვერ დაადგინა ის, რომ დედამიწაც მისი ნაწილი იყო. საუკუნეების განმავლობაში არისტოტელეს მოსაზრებას მოჰყვებოსა გამოხმაურებები, ზოგი მას ეთანხმებოდა, ზოგი კი პირიქით- უარყფდა, თუმცა ახლის აღმოჩენა ან არისტოტელეს აზრის დამტკიცება არც-ერთს შეეძლო.
1610 გალილეო გალილეი აღმოჩნდა პირველი ვინც დაამტკიცა, რომ ირმის ნახტომი ვარსკვლავთა ნაკრებია. მან ეს მოახერხა პირველი ტელესკოპით, რომელიც მის თანამედროვეობაში შეიქმნა.
საუკუნენახევრის შემდეგ 1755 წელს იმანუელ კანტი იყო ის, ვინც ახალი ინფორმაციები მოიძია. მან ვარსკვლავთა ნაკრებს პირველმა უწოდა გალაქტიკა, რაც ბერძნულად სიტყვა-სტყვით ნიშნავს რძიან გზას.მანვე გამოთქვა აზრი, რომ ირმის ნახტომი საკუტარი ღერძის გარშემო ბრუნავდა.

უილიამ ჰერშელი- ირმის ნახტომის არქიტექტორი

            რეალურად კი უილიმა ჰერშელი ითვლება ირმის ნახტომის ნამდვილ „აღმშენებლად“. მან ამ საკითხში უამრავი გამოკვლევა ჩაატარა და ასევე ბევრ კითხვას გასცა სწორი პასუხი. მან შექმნა და ააშენა ოთხასამდე ტელესკოპი, ზოგიერთი მათგანი ძალიან პატარა, ზოგი კი უზარმაზარი ზომის, შენობების ხელა იყო. სწორედ მათი საშუალებით აგნებდა ის სიახლეებს სამყაროზე.
           
1785 წელს გამოთქვა აზრი, იმის შესახებ, რომ დედამიწა და მზის სისტემა ირმის ნახტომის ნაწილია. მანვე მიახლოებულად დათვალა ვარსკვლავთა რაოდენობა გალაქტიკაში. დაყო, რა ირმის ნახტომი ნაწილებად, ჩაიხაზა და სახელი დაარქვა ვარსკვლავებს. თუმცა იგი სეცდა ერთ საკითხში, ნისლეულის გამო სწორად ვერ განსაზღვრა გალაქტიკის ცენტრი და იფიქრა, რომ მზის სისტება ცენტრთან საკმაოდ ახლოსაა, როდესაც სინამდვილეში ჩვენ ცენტრისგან შორს ვართ. მეცნიერმა ასევე სცადა გალაქტიკის ფორმის დადგენა და ეს მიახლოებით სწორად გამოთვალა, თქვა რომ ირმის ნახტომს დისკის ფორმა ჰქონდა. მისივე მოსაზრება იყო ის, რომ მზის სისტემა თავისივე პლანეტებით სამყაროში მოძრაობდა და მოგზაურობდა. ამ მოგზაურობის მიახლოებული მიმართულებაც გამოთვალა.
1845 წელს შეიქმნა ახალი ტელესკოპი, რომელმაც საშუალება მოგვცა უკეთ დაგვენახა და დაგვეთვალიერებინა ირმის ნახტომი. 

კურტისი და შაპლი

            მეცნიერების ამ დარგში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით ჰებერ კურტისსა და ჰარლოუ შაპლის.
            1917 წელს ჰებერ კურტისმა ტელესკოპით დაკვირვებებისას დაადგინა, რომ ირმის ნახტომი მთელი სამყარო არ არის და მის გარდა კიდევ მრავალი დამოუკიდებელი გალაქტიკა არსებობს, ზოგი ირმის ნახტომის მსგავსი, ზოგიც კი  განსხვავებული. ამავე მეცნიერმა ჩაატარა დაკვირვებები „ადრომედეზე“, რადგან სწორედ მაშინ გახდა ამ გალაქტიკის კარგად დანახვა. მანამდე „ანდრომედე“ ითვლებოდა ნისლეულად, ახლა კი, როდესაც ტელესკოპით გაირჩეოდა მისი ვარსკვლავებიც კურტისმა თქვა, რომ ისიც გალაქტიკაა.

მასთან ერთად ჰარლოუ შაპლიმ ჩაატარა დაკვირვება და დაადგინა, რომ ჩვენ გალაქტიკას სპირალური ფორმა აქვს. მათ ასევე გამოთვალეს ირმის ნახტომის განზომილებები. 

უახლოესი ინფორმაციები


მაუნტ უილსონის ობსერვატორია


            მაუნტ უილსონის ობსერვატორია ითვლებოდა და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ობსერვატორიად მსოფლიოში. იგი მდებარეობს ლოს ანჯელესში და აშენდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. ამ ობსერვატორიიდან გადაიღეს ერტ-ერთი საუკეთესო სურათები, რაც კი ოდესმე გადაუღით. შესაძლებელი გახდა ირმის ნახტომის შორეული ნაწილების კარგად დათვალიერება, მასში სემავალი ვარსკვლავების სათითაოდ შესწავლა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს რავალი ახალი გალაქტიკა. 

ჰაბლი

            საბოლოოდ ჰაბლი იყო ადამიანი, რომელმაც დახაზა გალაქტიკათა კლასობრივი სისტემა დღესაც მეცნიერები ამ ცხრილებს ენდობიან. მანვე გამოთქვა აზრი, რომ გალაქტიკები ნელ-ნელა ზომაში იზრდებიან არა მხოლოდ ვარსკვლავების რაოდენობით, არამედ მათ შორის მანძილებიტაც, რაც თავისთავად იწვევს კოსმოსის ზრდასა და გაფართოვებას. ამ მეცნიერის სახელის ხელოვნური ტანამგზავრი-  კოსმოსური ტელესკოპი დღესაც საუკეთესო სურათებს იღებს შორეულ კოსმოსში, რაც მეცნიერებს უადვილებს სამუშაოს­. 


საინტერესო ფაქტები



·         ოდესმე თუ შევძლებთ სინათლის სიჩქარის განვითარებას, ჩვენ მაინც 100,000 წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ ირმის ნახტომს გავცდეთ. თუმცა სინათლის სიჩქარის განვითარება ფაქტურად შეუძლებელია. როგორც აინშტნაინმა დაადგინა ამ სიჩქარეს მხოლოდ უწონად საგანი თუ მიაღწევს.  თუნცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. პირველ რიგში ის, რომ კოსმოსში ცვენ წონას ვკარგავთ და მეორე საგანი, რომელიც საოცარი სისწრაფით მოძრაობს კარგავს დროს. ასე, რომ თუ სინათლის სიჩქარით ვიმოძრავებთ, მაშინ ჩვენთან დრო ნელა გავა. დედამიწის საუკუნე შეიძლება ჩვენს რამოდენიმე წელიწადს გაუტოლდეს. სწორედ ამიტომ სინათლის სიჩქარის ან მისი მიახლოებული სიჩქარის გავითარება არც ისე წარმოუდგენელია. ასე რომ თუ ირმის ნახტომიდან ვერ გავაღწევთ, შესაძლებელია ახლო ვარსკვლავების სისტემების პლანეტებს იოლად ვესტუმროთ.

·         ჩვენს გალაქტიკაში შემავალ 200-400 მილიარდი ვარსკვლავიდან 10 მილიონს მაინც ჰყავს ისეთი პლანეტა, რომელზედაც სიცოცხლისთვის ვარგისი პირობებია. რა თმა უნდა მეცნიერთათვის ძნელია ყველა ამ პლანეტის დათვალიერება, განსაკუთრებით მათი, რომლებიც


შორსაა, ან ნისლეული ეფარება, თუმცა მათ გამოიკვლიეს ახლო მდებარე 700-მდე პლანეტა. ისინი ეძებენ ზუუსტად დედამიწის მსგავს პლანეტას პირობებითა და ზომებით. ამ 700 პლანეტიდან 2 აღმოჩნდა დედამიწის მსგავსი, მასზე შეიძლება სიცოცხლეც იყოს. დღემდე მეცნიერები იკვლევენ ამ ორ ციურ სხეულს.

·         აბსულიტურად ყველა ვარსკვლავი, რომელთაც ჩვენ ღამით ვხედავთ ირმის ნახტომს მიეკუთვნება. დაახლოებით ღამით ხილული ვარსკვლავების რაოდენობა 1500-სს უტოლდება.
·         „ირმის ნახტომს“ მრავალი სახელი აქვს უძველეს ხალხებში - ხარის ნავალი. იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის იკანკლედი, დევის ნამუხლარი. 

ავტორის მოსაზრება


ძალიან მაინტერესებს კოსმოსი და სამყარო და ყოველთვის მომწონდა ინფორმაციის კითხვა „ირმის ნახტომზე“ და მისი თვალისმომწყვეტი სურათების თვალიერება.

საუკუნეები დასჭირდა იმის ამოხსნას რაც დღეს ვიცით, და ეს ინფორმაციაც ჩემი აზრით სიმართლის მემილიონედიც არაა. შესაძლებელია ვერც ვერასდროს მივაკვლიოთ პასუხებს კითხვებზე, თუ რა არის კოსმოსი?! რა არის სამყარო?! აქვს თუ არა მას დასასრული?! რა ადგილი გვიჭირავს ან რისთვის გავჩნდით?! არის თუ არა სიცოცხლე სხვაგან?! თუმცა ჭეშმარიტებასაც რომ მივუახლოვდეთ ალბატ მილიონობით წლები დაგვჭირდება.

რაც შეეხება ირმის ნახტომს, ჩემი აზრით ბევრი რამ სევისწავლეთ, ვიცით რა არის ან რისგან შედგება, თუმცა ალბათ ახლო მომავალში ვიპოვით სიცოცხლეს მის რომელიმე პლანეტაზე, რაც მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენა გახდება. უკეთ შევისწავლით ყველა შემავალ ვარსკვლავსა და პლანეტას. გვეცოდინება თუ რა არის ცვენი გალაქტიკის ცენტრში. შეგვეძლება გადავიდეთ არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ სხვა პლანეტებზე, ან თუნცაც სინათლის სიჩქარით ვიმოგზაუროთ. ჩემი დიდი სურვილია, რომელიმე ამ მოვლენას მაინც მოვესწრო, და არც იქნება გასაკვირი, თუ ასევე მოხდება, რადგან ტექნოლოგიები დიდი სისწრაფით ვითარდება.
თუმცა ირმის ნახტომი რომ სულ გამოვიკვლიოთ, კიდევ ბევრი რამ იქნება გასარკვევი, რადგან სამყარო უსასრულოა და იგი ცვენგან უამრავ საიდუმლოს მალავს.
საუკუნეები დასჭირდა იმის ამოხსნას რაც დღეს ვიცით, და ეს ინფორმაციაც ჩემი აზრით სიმართლის მემილიონედიც არაა. შესაძლებელია ვერც ვერასდროს მივაკვლიოთ პასუხებს კითხვებზე, თუ რა არის კოსმოსი?! რა არის სამყარო?! აქვს თუ არა მას დასასრული?! რა ადგილი გვიჭირავს ან რისთვის გავჩნდით?! არის თუ არა სიცოცხლე სხვაგან?! თუმცა ჭეშმარიტებასაც რომ მივუახლოვდეთ ალბატ მილიონობით წლები დაგვჭირდება.
რაც შეეხება ირმის ნახტომს, ჩემი აზრით ბევრი რამ სევისწავლეთ, ვიცით რა არის ან რისგან შედგება, თუმცა ალბათ ახლო მომავალში ვიპოვით სიცოცხლეს მის რომელიმე პლანეტაზე, რაც მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენა გახდება. უკეთ შევისწავლით ყველა შემავალ ვარსკვლავსა და პლანეტას. გვეცოდინება თუ რა არის ცვენი გალაქტიკის ცენტრში. შეგვეძლება გადავიდეთ არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ სხვა პლანეტებზე, ან თუნცაც სინათლის სიჩქარით ვიმოგზაუროთ. ჩემი დიდი სურვილია, რომელიმე ამ მოვლენას მაინც მოვესწრო, და არც იქნება გასაკვირი, თუ ასევე მოხდება, რადგან ტექნოლოგიები დიდი სისწრაფით ვითარდება.
თუმცა ირმის ნახტომი რომ სულ გამოვიკვლიოთ, კიდევ ბევრი რამ იქნება გასარკვევი, რადგან სამყარო უსასრულოა და იგი ცვენგან უამრავ საიდუმლოს მალავს.